მეორე დღეს ტრენერმა მისალმების შემდეგ გამოიკითხა საშინაო დავალება.ტრენინგის მონაწილეებმა დავასახელეთ პროექტის თემები.ტრენერმა გაამახვილა ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში პროექტებით სწავლება.
მასწავლებლები სისტემატიურად აგროვებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რას და როგორ სწავლებენ მათი მოსწავლეები, აკვირდებიან მოსწავლეთა ჩართულებას სტრუქტურულ და ნაკლებად სტრუქტურულ გარემოში. როცა მასწავლებლები რეგულარულად რთავენ მოსწავლეებს ინფორმაციის მოგროვებასა და განხილვაში, ისინი რეალურად ეხმარებიან მოსწავლეებს გახდნენ თავდაჯერებული და დამოუკიდებელი შემსწავლელები.
შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა ტრენერის დახმარებით შევქმენით საკუთარი ბლოგები და ავტვირთეთ პირველი დღის რეფლექსია.ბლოგის მისამართები გადავუგზავნეთ ტრენერს,ვიმუშავეთ ვიუვერში.ჩვენს პორტფოლიოში გადმოვიტანეთ ბუკლეტების შაბლონები,ავირჩიეთ ერთ-ერთი შაბლონი და დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება ჩვენი პროექტისათვის.ინტერნეტიდან ჩამოვტვირთეთ სასურველი სურათი და მისი ლინკი,რომელიც ჩავსვით საავტორო უფლებების საქაღალდეში.ტრენინგის მეორე დღე დავამთავრეთ ამავე დღის რეფლექსიით.
გისურვებ წარმატებას!
ОтветитьУдалитьმარინა რეფლექსია ნათლად არის წარმოდგენილი,მომეწონა,გისურვებ წარმატებას!
ОтветитьУдалить