воскресенье, 19 мая 2019 г.

მესამე დღის რეფლექსია

          მესამე დღის რეფლექსია
 ტრენერმა ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ჩვეული მონდომებით და ხალისით.  ტრენინგის დასაწყისშივე აღმოაჩინა მან რომ არ მოგვეწოდებოდა ინტერნეტი მიუხედავად ამისი  ტრენინგის მე-3 დღე პრაქტიკულად დატვირთული და საინტერესო იყო. ტრენერმა გაგვიზიარა თავისი ინტერნეტი, ვიმუშავეთ ჯგუფებში, დავრეგისტრირდით პადლეტ.com საიტზე, შევქმენით საზიარო დაფა, რომელსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში. გავეცანით ამ საიტის შესაძლებლობებს გაკვეთილების ჩატარებისა და დაგეგმვის დროს.
     დავიწყეთ მოდული 2-ის განხილვა. განვიხილეთ  ბლუმის  ტაქსონომია, გავეცანით ზმნებს, რომლის დახმარებით შეიძლება კითხვების მომზადება. განვიხილეთ რა დანიშნულება აქვს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს . წავიკითხეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მომცემი საკვანძო სიტყვების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია.

1 комментарий:

  1. მარინა მომეწონა თქვენი რეფლექსია. თანმიმდევრულია და შინაარსობრივად კარგად არის გამართული.წარმატებები.

    ОтветитьУдалить