суббота, 18 мая 2019 г.

პირველი დღის რეფლექსია

 პირველი დღის რეფლექსია.
  ტრენინგის დასაწყისში ტრენერი გაგვეცნო დატრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმასგანვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. ტრენერმა გაგვაცნო ინტელის სახელმძღვანელო Viewer , ასევე სახელმძღვანელოში მუშაობის ინსტრუქციები. გავეცანით სხვა მასწავლებლების პროექტებს, შევქმენით  საკუთარი პორტფოლიო, გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს . ტრენერთან ერთად  აღვნიშნეთ  , რომ პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის სწავლის შედეგებს, როგორ დაეხმარება პროექტები  მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.   
  პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში  შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება: მოვიფიქროთ ერთი პროექტის იდეა , რომელსაც შემდეგ განვახორციელებთ                                                        

Комментариев нет:

Отправить комментарий