воскресенье, 19 мая 2019 г.

მეორე დღის რეფლექსია

 

 მეორე დღეს ტრენერმა მისალმების შემდეგ გამოიკითხა საშინაო დავალება.ტრენინგის მონაწილეებმა დავასახელეთ პროექტის თემები.ტრენერმა გაამახვილა ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში პროექტებით სწავლება.
  მასწავლებლები სისტემატიურად აგროვებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რას და როგორ სწავლებენ მათი მოსწავლეები, აკვირდებიან მოსწავლეთა ჩართულებას სტრუქტურულ და ნაკლებად სტრუქტურულ გარემოში. როცა მასწავლებლები რეგულარულად რთავენ მოსწავლეებს ინფორმაციის მოგროვებასა და განხილვაში, ისინი რეალურად ეხმარებიან მოსწავლეებს გახდნენ თავდაჯერებული და დამოუკიდებელი შემსწავლელები. 
   შემდეგ  ტრენინგის  მონაწილეებმა ტრენერის დახმარებით შევქმენით საკუთარი ბლოგები და ავტვირთეთ პირველი დღის რეფლექსია.ბლოგის მისამართები გადავუგზავნეთ ტრენერს,ვიმუშავეთ ვიუვერში.ჩვენს პორტფოლიოში გადმოვიტანეთ ბუკლეტების შაბლონები,ავირჩიეთ ერთ-ერთი შაბლონი და დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება ჩვენი პროექტისათვის.ინტერნეტიდან ჩამოვტვირთეთ სასურველი სურათი და მისი ლინკი,რომელიც ჩავსვით საავტორო უფლებების საქაღალდეში.ტრენინგის მეორე დღე დავამთავრეთ ამავე დღის რეფლექსიით.
  

მესამე დღის რეფლექსია

          მესამე დღის რეფლექსია
 ტრენერმა ტრენინგის მესამე დღე დაიწყო ჩვეული მონდომებით და ხალისით.  ტრენინგის დასაწყისშივე აღმოაჩინა მან რომ არ მოგვეწოდებოდა ინტერნეტი მიუხედავად ამისი  ტრენინგის მე-3 დღე პრაქტიკულად დატვირთული და საინტერესო იყო. ტრენერმა გაგვიზიარა თავისი ინტერნეტი, ვიმუშავეთ ჯგუფებში, დავრეგისტრირდით პადლეტ.com საიტზე, შევქმენით საზიარო დაფა, რომელსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში. გავეცანით ამ საიტის შესაძლებლობებს გაკვეთილების ჩატარებისა და დაგეგმვის დროს.
     დავიწყეთ მოდული 2-ის განხილვა. განვიხილეთ  ბლუმის  ტაქსონომია, გავეცანით ზმნებს, რომლის დახმარებით შეიძლება კითხვების მომზადება. განვიხილეთ რა დანიშნულება აქვს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს . წავიკითხეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მომცემი საკვანძო სიტყვების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია.

суббота, 18 мая 2019 г.

პირველი დღის რეფლექსია

 პირველი დღის რეფლექსია.
  ტრენინგის დასაწყისში ტრენერი გაგვეცნო დატრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმასგანვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. ტრენერმა გაგვაცნო ინტელის სახელმძღვანელო Viewer , ასევე სახელმძღვანელოში მუშაობის ინსტრუქციები. გავეცანით სხვა მასწავლებლების პროექტებს, შევქმენით  საკუთარი პორტფოლიო, გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს . ტრენერთან ერთად  აღვნიშნეთ  , რომ პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის სწავლის შედეგებს, როგორ დაეხმარება პროექტები  მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.   
  პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში  შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება: მოვიფიქროთ ერთი პროექტის იდეა , რომელსაც შემდეგ განვახორციელებთ